ავტოგრაფი“- ახალი პრემიუმ კლასის დეველოპერული კომპანია ბაზარზე

„ავტოგრაფი“- ახალი პრემიუმ კლასის დეველოპერული კომპანია ბაზარზე

 

ინტერვიუ დეველოპერული  კომპანია „ავტოგრაფის გენერალურ მენეჯერ გეგი ვასაძესთან და გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მარიამ აფაქიძესთან 

- „ავტოგრაფი“ ( პეტრიაშვილის 46) სამშენებლო ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ბრენდია. თუ შეიძლება ცოტა ვრცლად ვისაუბროთ პროექტის შესახებ, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ლოკაცია და ის უპირატესობები, რაც „ავტოგრაფს“ სხვა პროექტებისგან გამოარჩევს?

-ვერის „ავტოგრაფი“ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც მობინადრეებს დახვდებათ ეკოლოგიურად სუფთა, მხოლოდ ევროპული წარმოების სამშენებლო და სარემონტო მასალისგან აშენებული ობიექტი.

საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქის უნიკალურ ადგილას მდებარეობს, სადაც გაერთიანებულია კომფორტისთვის აუცილებელი ყველა ის დეტალი, რომელიც ჩვენი მობინადრეების ყველა სურვილსა და მოლოდინს გადააჭარბებს.

კომფორტის შეგრძნება უმცირესი დეტალებიდან იწყება, სწორედ ამიტომ მომხმარებელს შევთავაზეთ ახალი, ინოვაციური ჭკვიანი კარკასი, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს მაქსიმალურად აკმაყოფილებს. დღეს ადამიანებისთვის დროის ფაქტორი საკმაოდ დიდი ფუფუნებაა, ამიტომ ჩვენს მობინადრეებს თავიდან ვარიდებთ რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო გამოცდილებებს და მაქსიმალურად დაუზოგავთ  მათთვის ძვირფას დროს.

-კიდევ რა არის პროექტის უპირატესობა?

— „ავტოგრაფის“ ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის ვერის უბნის არქიტექტურულ და ისტორიულ იერსახესთან სინთეზი წარმოადგენს.  თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენი ქალაქის ათასწლეულიან ხედს ვერანაირი მშნენებლობა ვერ დაფარავს, ისევ და ისევ უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. აქვე მინდა აღვნიშნო ის განსხვავებული კლიმატი, რომელსაც მთაწმინდის ფერდობის სიახლოვე წარმოქმნის.

პროექტის კიდევ ერთი დიდი უპირატესობა 100 კვადრატულამდე ლობია, რომელიც იდეალური ადგილია, როგორც საქმიანი შეხვერდრებისთვის ასევე სამუშაო სივრცისთვის, ჩვენ კი ამისთვის ვუზრუნველყოფთ  უწყვეტ ინტერნეტს, სამუშაო ტაპლეტებს თუ გემრიელ ყავას.

 - დღეს თბილისში, პარკირება საკმაოდ მტკივნეული პრობლემაა, განსაკუთრებით, ქალაქის ცენტრალურ უბნებში. კომპანია „სამშენებლო ინვესტიციებმა“ ამ კონკრეტულ პროექტში როგორ გადაჭრა ეს პრობლემა?

 -ვერაზე სახლი ეზოს გარეშე წარმოუდგენელია. კომპლექსის დაპროექტებისას, მთავარ მიზანს წარმოადგენდა თანამედროვე სახლის ისტორიულ უბანთან შერწყმა, სწორედ ამავე პრინციპით არის დაპროექტებული ჩვენი ეზოც, სადაც ჩვენს პატარა მობინადრეებს დახვდებათ გამწვანებული, კეთილმწოყობილი ტერიტორია, მათთვის ბევრი საინტერესო გასართობი ინვენტარით.

 აქვე ვიზრუნეთ მშობლებზეც, რომელთაც შეეძლებათ მშვიდად ადევნონ მათ პატარებს თვალი ჩვენი ლობიდან, რომელიც ინტეგრირებულია ეზოსთან. საცხოვრებელი კომპლექსის ორ დონიანი პარკინგი კი, რომელიც გათვლილია თითოეულ მობინადრეზე აღჭურვილი იქნება ელექტრო დამტენებით. მაცხოვრებლები პარკინგზე მოხვედრას შეძლებენ, როგორც პეტრიაშვილის, ასევე რჩეულიშვილის ქუჩიდანაც.

 

- ამჯერად რა ეტაპზეა მშენებლობა, დაიწყო  თუ არა გაყიდვები  და რამდენად დიდია პროექტით დაინტერესება?

-გაყიდვები დაწყებულია. რაც შეეხება მშენებლობის მიმდინარეობას, ის გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიდის. დასრულებულია კარკასის სამუშაოები, მიმდინარეობს ბინების შიდა ტიხრებით შევსებისა და ფასადის მოპირკეთების სამუშაობი.

 -საუბრისას თქვენ ჭკვიანი კარკასი ახსენეთრა არი მისი არსი, ეს ტერმინი როგორ გავიგოთ?

 - „ჭკვიანი კარკასი“ წარმოადგენს ახალ, ინოვაციურ პროდუქტს და ცხოვრების ახალ სტანდარტს, რომელიც სწორედ ავტოგრაფმა  დანერგა ქართულ ბაზარზე და ამ კუთხით პირველები ვართ სამშენებლო ინდუსტრიაში.

თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიურმა პროგრესმა ყველა დარგი მოიცვა და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. შესაბამისად შეცვლილია მომხმარებლის მოთხოვნებიც. ამიტომ ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა, რომ შეექნმა ახალი, პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა მომხმარებლის კომფორტსა და მოთხოვნებზე მორგებული.

ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ბინას შეიძენს პრემიუმ კლასის პროექტში პეტრიაშვილზე, შეძლებს:

  • დისტანციურად აკონტროლოს სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მომხმარებლები შეძლებენ სამსახურიდან გამოსულებმა ჩართონ სახლში კონდიციონერი, რათა შინ მისულებს დახვდეთ სიგრილე  და ა.შ.
  • მომხმარებლებს ექნებათ უახლესი სტანდარტის ჭკვიანი სიგნალიზაცია, რომელიც შეტყობინებას დაუყოვნებლივ სმარტფონზე გზავნის.
  • მომხმარებლები შეძლებენ ავტომატური მოქმედებების განხორციელებას. მაგალითად სახლის კარების გაღებისას ტელევიზორის ავტომატურად ჩართვას, ან გათბობა-გაგრილების მოქმედებაში მოყვანას.

 

რა დამატებითი სერვისებით შეუძლიათ სარგებლობა თქვენს მობინადრეებს?

-რაც შეეხება დამატებით სერვისებს, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი მთავარი მიზანია მობინადრეებისთვის მაქსიმალური კომფორტისა და სიმყუდროვის შექმნა, რომელსაც ჩვენი ერთგული კონსიერჟიც უზრუნველყოფს, იქნება ეს  ქიმწმენდის მომსახურება, ბილეთების დაჯავშნა თუ ბინაში საჭირო ტექნიკურ საკითხებში მხარდაჭერა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული მაცხოვრებლის უსაფრთხოება, რომელსაც ჩვენი უსაფრთხოების სამსახური 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს და ასევე გამყარებული იქნება თითოეული ბინის ინდივიდუალური სიგანლიზაციით.

დასუფთავების და გამწვანების სამსახური კი მუდმივად იზრუნებს საცხოვრებელი კომპლექსის ესთეტიურობაზე.

გარდა ამისა, პროექტის კომერციულ ფართში, ექსკლუზიურად ავტოგრაფში განთავსდება გუდვილ-გურმე, რომელიც ყოველდღიურად გაანებირვებს ჩვენს მომხმარებელს უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმით.

 

ასევე თითოეულ მობინადრეს გადაეცემა კომპანიის საწევრო ბარათი, რომლის მეშვეობითაც ისარგებლებენ ასევე ექსკლუზიური 15-დან 30%-მდე ფასდაკლებებით, იმ სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც აუცილებლად დაეხმარებათ სასურველი ბინის მოწყობაში. საწევრო ბარათი ამ ეტაპზე მოიცავს 50-მდე კომპანიას, როგორებიცაა „ფორუმი ახალი ნათება“, „ჩემი სახლი ლაბორატორია“ იტალიური ბრენდი „პალაცანი“ და სხვა.

და ბოლოს, რადგანაც სერვისებს შევეხეთ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მობინადრეებს გადავცემთ სადაზღვეო კომპანია „არდის“ მშენებლობის ვადებში დასრულების დაზღვევის პოლისებს, რაც მათ სიმშვიდესა და ინტერესების დაცულობას გულისხმობს, ასევე გარანტიებს ისიც აძლიერებს, რომ მშენებლობა მთლიანად დაფინანსებულია თიბისი ბანკის მიერ. ამავე ბანკთან გვაქვს განსხვავებული და უფრო გამარტივებული იპოთეკური სასხის პირობებიც.

-და ბოლოს, მომხმარებელმა არჩევანი „ავტოგრაფზე“  რატომ უნდა გააკეთოს?

-ჩვენი მთავარი მიზანია, „ავტოგრაფის“ ბრენდის ქვეშ განხორციელებული თითოეული პროექტი წარმოადგენდეს სწორედ იმ უბნის ავტოგრაფს, რომელიც განსაკუთრებულად გამორჩეული იქნება მისი დახვეწილი არქიტექტურით, მაღალი სტანდარტებითა და მხოლოდ ევროპაში წარმოებული, აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა მასალით, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი დიდი უპირატესობაა.

„ავტოგრაფის“ თითოეული პროექტის ლოკაციაც განსაკუთრებულად გამორჩეული იქნება..

 

A PHP Error was encountered

Severity: Core Warning

Message: PHP Startup: Unable to load dynamic library 'imagick.so' (tried: /usr/local/php74/lib/php/extensions/no-debug-non-zts-20190902/imagick.so (/usr/local/php74/lib/php/extensions/no-debug-non-zts-20190902/imagick.so: cannot open shared object file: No such file or directory), /usr/local/php74/lib/php/extensions/no-debug-non-zts-20190902/imagick.so.so (/usr/local/php74/lib/php/extensions/no-debug-non-zts-20190902/imagick.so.so: cannot open shared object file: No such file or directory))

Filename: Unknown

Line Number: 0

Backtrace: