ჩვენ შესახებ
„ავტოგრაფი“ დეველოპერული კომპანია „სამშენებლო ინვესტიციების“ ახალი პროექტია, რომელიც პრემიუმ კლასის საცხოვრებელ სახლებს ითვალისწინებს, თუმცა თავად „სამშენებლო ინვესტიციები“ ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან საკმაოდ წარმატებულად ოპერირებს, ამას მოწმობს კომპანის მიერ 3 დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ჯამში 10 000 კვ.მ-ს შეადგენს. კომპანია პარალელურად ახორციელებს დამატებით 3 საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას თბილისის ცენტრალურ უბნებში, თუმცა „ავტოგრაფის“ ბრენდის ქვეშ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი პროექტი, ვერის "ავტოგრაფი“ აშენდა. (ვერა, პეტრიაშვილის #46)
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის იერსახე, ამიტომ თითოეული შენობის დაპროექტებას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, რათა შევქმნათ მაქსიმალურად თანამედროვე შენობები, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის მიმდებარე ტერიტორიის გარემოსა და არქიტექტურას.
„ავტოგრაფი“ მხოლოდ და მხოლოდ პრემიუმ კლასს გულისხმობს, ამიტომ ჩვენ მიერ აშენებულ სახლებში გამოყენებული იქნება უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური და ევროპაში წარმოებული სამშენებლო მასალები.
„ავტოგრაფის“ მიზანია შეინარჩუნოს მოწინავე ადგილი ბაზარზე, კიდევ უფრო განვითარდეს და მომხმარებელს უწყვეტად შესთავაზოს ინოვაციური, ხარისხიანი და მობინადრეთა კომფორტზე მორგებული პროდუქტები, რასაც ასევე მოწმობს დამატებითი სერვისები: „ჭკვიანი კარკასი“, დაცვა 24/7, ინდივიდუალური სიგნალიზაცია, კარ-ფანჯრის სენსორი, კონსიერჟი, დასუფთავება, რემონტის დაზღვევა, სახანძრო სისტემა.
"ავტოგრაფი“ მომავალ მობინადრეებს კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს - მობინადრეს გადაეცემა სადაზღვეო კომპანია „არდის“ მშენებლობის ვადებში დასრულების დაზღვევის პოლისები, რაც თქვენს სრულ სიმშვიდესა და ინტერესების დაცულობას გულისხმობს.
გამომდინარე იქიდან, რომ თქვენს ზრუნვაზე ფიქრი ჩვენთვის უწყვეტი პროცესია და გვსურს მშენებლობის დასრულების შემდეგაც გრძნობდეთ კომპანიის თანადგომას, თითოეულ მობინადრეს გადმოგეცემათ „ავტოგრაფის“ საწევრო ბარათი, რომლის მეშვეობითაც მიიღებთ ექსკლუზიურ ფასდაკლებებს ობიექტებზე, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ თქვენი სასურველი ბინის მოწყობაში. ბარათს თანდანთან ახალი კომპანიები დაემატება, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის თქვენს არჩევანს.
ჩვენთვის საზოგადოების ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობაა. კომპანიის გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ მისმა პროდუქტმა მომხმარებლის მოლოდინს გადააჭარბოს.