მშენებლობის მიმოხილვა
ვერის "ავტოგრაფი“ ძველი თბილისის ისტორიულ უბანში, პეტრიაშვილის N46-ში მდებარეობს და პრემიუმ კლასის პროექტს წარმოადგენს, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის მიმდებარე ტერიტორიის გარემოსა და არქიტექტურას.
ვინაიდან უბანი მჭიდრო დასახლებით გამოირჩევა პროექტში გათვალისწინებულ იქნა დახურული, გამწვანებული ეზო და ორდონიანი ავტოფარეხი. ათსართულიანი თანამედროვე და დახვეწილი არქიტექტურის მქონე შენობიდან პანორამული ხედები იშლება ქალაქზე, ხოლო აღმოსავლეთით ხელის გულივით ჩანს ულამაზესი მთაწმინდა.
საცხოვრებელი ბინის ფართები 54კვ.მ-დან იწყება და მაღალ სართულებზე პენტჰაუზებსაც ითვალისწინებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად ქართულ სამშენებლო ბაზარზე კომპანია "ავტოგრაფი" ბინებს „ჭკვიანი კარკასის“ მდგომარეობაში ჩააბარებს, რაშიც იგულისხმება კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ სამუშაოებს დამატებული „ჭკვიანი სახლის“ ფუნქციები.
რაც მთავარია, „ავტოგრაფი“ თითოეულ ბინას თქვენი გეგმარებით, თქვენი დიზაინითა და თქვენი "ხელწერით" ქმნის.
სერვისები
კონსიერჟი
„ავტოგრაფის“ კონსიერჟი ყოველთვის მზადაა გაგიწიოთ ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ეს ავტომობილის პარკირება, ტაქსის გამოძახება, ბილეთების დაჯავშნა თუ ბინის ტექნიკური მხარდაჭერა.
უსაფრთხოება
"ავტოგრაფის" ყველა ბინის ევროპული წარმოების, უმაღლესი ხარისხის რკინის კარებები ორმაგი საკეტებითაა აღჭურვილი. უახლესი სტანდარტის ჭკვიანი სიგნალიზაცია შეტყობინებას დაუყოვნებლივ სმარტფონზე გზავნის. "ავტოგრაფს" 24საათიანი დაცვა მოემსახურება.
დასუფთავება
"ავტოგრაფში" პარკინგის, სადარბაზოსა და ეზოს მუდმივ სისუფთავეზე ჩვენი დასუფთავების სამსახური იზრუნებს.
გამწვანება
"ავტოგრაფის" ეზოში შესვლისთანავე თქვენს ყურადღებას გამწვანებული, სუფთა ჰაერით გაჟღენთილი მშვიდი გარემო მიიქცევს, სადაც თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს ყოველთვის შეგეძლებათ დროის სასიამოვნოდ გატარება.
ავტოგრაფის საწევრო ბარათი
ვერის "ავტოგრაფის" ყველა მობინადრეს გადაეცემა საწევრო ბარათი Membercard, რომლის მეშვეობითაც ჩვენს პარტნიორ კომპანიებში შეძლებთ სახლის კეთილმოწყობისთვის საჭირო ყველა ნივთის ექსკლუზიური ფასდაკლებით შეძენას.
გუდვილი
ვერის "ავტოგრაფის" პირველ სართულზე საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით გამორჩეული „გუდვილი გურმე“ გელოდებათ.
ახლომდებარე ობიექტები
ღვინის ქარხანა
ვერის "ავტოგრაფიდან" 30 წამის სავალზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სივრცე "ღვინის ქარხანა" მდებარეობს.
ფილარმონია
თბილისის საკონცერტო დარბაზი "ფილარმონია" მელიქიშვილის გამზირზე, #1 ნომერში მდებარეობს.
WORLD CLASS
საცხოვრებელ ადგილთან ახლოს ფიტნეს კლუბის არსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მაცხოვრებლებისთვის. ფიტნესკლუბი World Class, რომელიც უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტების მქონე პრემიუმ კლასის ფიტნეს სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს, მელიქიშვილის გამზირზე, #1 ნომერში მდებარეობს.
ანტრე
პეტრიაშვილის #19 ნომერში, ვერის "ავტოგრაფიდან" 2 წუთის სავალზე, კაფეტერიების ქსელი "ანტრე" მდებარეობს.
№51 საჯარო სკოლა
ვერის "ავტოგრაფიდან" 10 წუთის სავალზე საგანმანათლებლო სივრცეში ერთ–ერთი საუკეთესო სასწავლო დაწესებულება №51 საჯარო სკოლა მდებარეობს.
ბაგა-ბაღი #172
პეტრიაშვილის 5ა-ში ბაგა-ბაღი #172 მდებარეობს.
ღვინის ქარხანა
ფილარმონია
WORLD CLASS
ანტრე
№51 საჯარო სკოლა
ბაგა-ბაღი #172